20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

არ დაგავიწყდეთ! სოციალურ ქსელში გაზიარება

ვერძი – საკმაოდ ძლიერი ნერვები გაქვთ, თუმცა მათზეც საჭიროა ხანდახან ზრუნვა. დღეს მოდუნდით, საღამო თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების წრეში გაატარეთ.

ლომი – დღეს თქვენმა ოჯახის წევრებმა შეიძლება არ მოიწონონ თქვენი სურვილი მოიყვანოთ წესრიგში ბინა, რაც გამოიწვევს ხანგრძლივ კამათებს და ჩხუბებს.

მშვილდოსანი – დღეს საკმაოდ მიმდობი იქნებით, გსურთ, თქვენს გარშემო ყველაფერი ისე დაინახოთ, როგორც ბავშვმა, გალამაზებულად, რაც რეალობიდან ამოგაგდებთ.

კურო – დღეს გადაწყვიტავთ, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ ტყუილებით და ეშმაკობით. ქუჩაში ფული შეიძლება დაკარგოთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული – დღის დასაწყისში ძნელად ასახსნელი და უცნაური მოვლენები მოხდება. დღის მეორე ნახევრისთვის უკვე ყველაფერი მოგვარდება. საღამოს ახლობელი ადამიანები უამრავ სითბოსა და სიყვარულს მოგახვევენ თავს.

თხის რქა – თქვენი დღევანდელი განწყობა ნერვებზეა დამოკიდებულია, ასე რომ ეცადეთ ერიდოთ კონფლიქტებს და კამათს. ნუ იტყვით უარს შესაძლებლობაზე სასიამოვნოთ გაატაროთ საღამო.

ტყუპები – დადებითი დღე გელით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია კომერციასთან, ამას, ძირითადად, ადრე გაკეთებული საქმეების ხარჯზე მოახერხებთ.

სასწორი – თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. სიყვარულშიც ყველაფერი მოწესრიგდება. თავს ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გატარეთ.

მერწყული – დღეს სასიკეთო დღეა თქვენთვის ნუ ჩაუღრმავდებით ნურაფერს. შეიძლება წარმატებას ადვილად მიაღწიოთ თუ ცხოვრებას უფრო აზარტულად მოეკიდებით და ინსტინქტებსა და ინტუიციას მიენდობით.

კირჩხიბი – გაგიძლიერდებათ სასიცოცხლო პოტენციალი და შემოქმედებითი უნარი, ამავე დროს გამოჩნდებიან ახალი და, ამასთან აქტიური პარტნიორები, რომლებიც საჭირო დახმარებას გაგიწევენ.

მორიელი – სამომავლო საქმეები თამამად დაგეგმეთ. დღის ბოლოს ხარჯები გექნებათ. გული არ გაიტეხოთ, ეს დღე თქვენთვის ყველაფრის მიუხედავად წარმატებულად ჩაივლის.

თევზები – ვარსკვლავების განლაგება გამომაფხიზლებლად მოქმედებს თქვენს პერსონაზე. ნუ ინერვიულებთ ყველაფერი ბრწყინვალედ იქნება, ოღონდ კარგი განწყობითა და სიმხნევით შეუდექით საქმეების მოწესრიგებას.

არ დაგავიწყდეთ "დალაიქება!". "Like!".

FaceBook კომენტარები

comments