10 მინიატურული ტატუ წყვილებისთვის

არ დაგავიწყდეთ! სოციალურ ქსელში გაზიარება

21-ე საუკუნეში ტატუ ძალიან აქტუალურია.განსაკუთრებით იმატა ახალგზარდებში ტატუს ქონის სურვილმა.გოგონების და ბიჭების გემოვნება, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, თუმცა შეყვარებულობის პერიოდში ცდილობენ, რომ იქონიონ ისეთი რამ, რაც ერთმანეთთან მთელი ცხოვრების განმავლობაში დააკავშირებთ.ამ შემთხვევაში ტატუ იდეალური გამოსავალია და სწორედ ამიტომ გთავაზობთ 10 მინიატურულ ტატუს წყვილებისთვის.

1) სამკუთედები-არ არის ძალიან თვალშისაცემი და თანაც თითქოს ერთმანეთს ავსებენ.მშვენიერი იდეაა მათთის, ვისაც სისადავე იზიდავს.
image

2) წითელი და შავი ხაზი-როგორც ხედვათ, გოგონას ფეხზე ხაზები ბევრად უფრო წვრილია, რაც მიუთითებს მამაკაცის სიძლიერეზე.მამაკაცის გული კი მთლიანად ეკუთვნის ქალს.

image

3)მზე და მთვარე-ეს მაჯის ტატუები წყვილისთვის განსაკუთრებულია, რადგან მზეც და მთავრეც ერთადერთია და შეყვარებულები ამით ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას გამოხატავენ.

image

4)ისარი-ძალიან გამორჩეულია, რადგან ცალ-ცალკე არაფერს წარმოადგენს, ერთობლივად კი ასეთ სილამაზეს და ორიგინალურობას ქმნის.

image

5)მიმართულება-მიუხედავად იმისა, რომ არ არის რაიმე განსაკუთრებული, წყვილისთვის შეიძლება დიდი სიმბოლური დატვირთვა მიეცეს.

 

image

6) ტალღები და მთები-ამ ტატუში შეიძლება ვიგულისხმოთ, თუ როგორი ემოციურია ქალი და როგორი შეუდრეკელია კაცი.

 

image

7) ჩახაზული სამკუთხედები-ერთი და იგივე ტატუ, თუმცა სხვადასხვა მიმართულება.ძალიან ორიგინალურია.

 

image

 

8) ინი და იანი-ყველას გვინახავს ეს ჩინური ნიშანი ერთად, მაგრამ როგორც ჩანს ცალ-ცალკეც ძალიან საინტერესოა.სიმბოლოში ინი ქალს, ხოლო იანი კი კაცს აღნიშნავს.

 

image

9) ქალბატონი და ბატონი-თანამედროვე და თანაც ელეგანტური.

 

image

10)გულისცემა-იწყება ქალით და გრძელდება მამაკაცით, ან პირიქით.მეორენაირად შეგვიძლია ვუწოდოთ “ორი გული, ერთი ფეთქვა”.

 

image

ავტორი:ქეთი აბრამაშვილი

არ დაგავიწყდეთ "დალაიქება!". "Like!".

FaceBook კომენტარები

comments