31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

არ დაგავიწყდეთ! სოციალურ ქსელში გაზიარება

ვერძი
საბედისწერო შეხვედრა გელით. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისათვის და საყვარელ ადამიანთან ერთად თანაცხოვრების დასაგეგმავად.

კურო
ნუ გგონიათ, რომ წარმატება ხელის გაწვდენაზეა და მის მოსაპოვებლად შრომა არ მოგიწევთ. პირიქით, მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეთ და ამოქმედდეთ.

ტყუპი
გარშემო მყოფების მიმართ მეტი მოთმინება გმართებთ. დაეხმარეთ პრობლემების მოგვარებაში; გაამხნევეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა სურვილების ასასრულებლად. განსაკუთრებით მათთვის, ვინც 1980 წლის შემდეგ დაიბადა. მიზანმიმართულად იმოქმედეთ და ნურც დაბრკოლებებს შეუშინდებით.

ლომი
მოაგვარეთ მატერიალური საკითხები. ნურავის ჩაახედებთ თქვენს საქმეებში, განსაკუთრებით პირად ცხოვრებაში. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

ქალწული
მოერიდეთ კონფლიქტს, დიპლომატიურად იმოქმედეთ. განსაკუთრებით, თუ საქმე პირადი საკითხების მოგვარებას ეხება.

სასწორი
დღეს ისეთ საქმეებსაც მოაგვარებთ, რომლებზეც ხელი გქონდათ ჩაქნეული. კარგი დღეა რემონტისა და საოჯახო საქმიანობისთვის; ნათესავებისთვის დღესასწაულის მოსაწყობად.

მორიელი
დღეს გარშემო მყოფებისთვის გმირი გახდებით, რადგან თხოვნის გარეშეც შეძლებთ მათ დახმარებას. კარგი დღეა პირადი და ოჯახური ურთიერთობების მოსაწესრიგებლად.

მშვილდოსანი
შეხვედრებისა და კონტაქტების დღეა. საინტერესო ადამიანებთან საუბარი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შარმითა და ქარიზმით მოხიბლავთ.

თხის რქა
კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, ინტერიერის შესაცვლელად. საკუთარი ხელით დეკორატიული ნივთების დასამზადებლად. მეტი მხიარულებისთვის საყვარელი ადამიანი, შვილები ჩართეთ საქმიანობაში.

მერწყული
დღეს ახლობლის (ნათესავი, მეგობარი) გაბედნიერების მომსწრე გახდებით. გაამხნევეთ გარშემო მყოფები, დაეხმარეთ მათ მატერიალურად და მორალურად.

თევზები
მოერიდეთ უსარგებლო ნივთების შეძენას, კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. მოთმინებით აღიჭურვეთ და ცოტა ხანში თქვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

არ დაგავიწყდეთ "დალაიქება!". "Like!".

FaceBook კომენტარები

comments