29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

არ დაგავიწყდეთ! სოციალურ ქსელში გაზიარება

ვერძი – შეეცადეთ დაამთავროთ ყველა საქმე, რომელიც სულ რამდენიმე დღეა რაც დაგიგროვდათ. ამის გაკეთება ეხლა უფრო ადვილი იქნება თქვენთვის.

ლომი – დღეს მოერიდეთ მარტო მოქმედებას, სთხოვეთ დახმარება მეგობრებსა და კოლეგებს. არ ღირს მარტომ ხარჯოთ ენერგია და დრო იმ საკითხებზე, რომელთა მოგვარებაც ბევრი ადამიანის პრეროგატივაა.

მშვილდოსანი – დღევანდელი დღე კონფლიქტით დაიწყება, ჰარმონიული კოსმოსური სიტუაცია გეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. იფანტაზიორეთ, ნამდვილად არ წააგებთ. მოსალოდნელია სამსახურში პრემია მიიღოთ.

კურო – დღეს სანერვიულო არ აგცდებათ და ყოველი თქვენი სიტყვა გამოიწვევს ცეცხლზე წყლის დასხმას. კარგი დღეა ურთიერთობის გასარკვევად საყვარელ ადამიანთან, ფრთხილად იყავით კომპიუტერთან.

ქალწული – დღეს მოსალოდნელია დადგეთ გარკვეული ცდუნების წინაშე. არ არის გამორიცხული, შექმნილმა გარემოებამ და გარემოცვამ რისკიანი გადაწყვეტილებისკენაც გიბიძგოთ, ეს ყოველივე კი გაზრდის შეცდომების დაშვების ალბათობას. ნუ გაჯიუტდებით და გაითვალისწინეთ თქვენი ახლობელი ადამიანების აზრი.

თხის რქა – წარმატებული დღეა ცვლილებებისათვის, როგორც პირად ისე პროფესიულ საქმიანობაში. ვახშამზე მოსალოდნელია ისეთი პიროვნება გაიცნოთ, ვისზეც იქნება დამოკიდებული თქვენი კარიერა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ტყუპები – დღის დასაწყისში მაცთუნებელ წინადადებას შემოგთავაზებენ, უარი თქვით ძალიან დელიკატურად. თქვენი სისუსტეების თქვენს საწინააღმდეგოდ გამოყენებას შეეცდებიან.

სასწორი – გამოიჩინეთ დღეს ფანტაზიის უნარი, იგი დაგეხმარებათ დღემდე გადაუწყვეტელი საქმის გადაწყვეტაში. მოსალოდნელია ნერვიულობა შეგხვდეთ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდება. ოჯახის წევრებსაც დაუთმეთ ყურადღება, ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ.

მერწყული – გარშემომყოფები შეეცდებიან, თქვენი ცხოვრება გააკონტროლონ. ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს არ დაუშვათ. სამსახურში მცირე პრობლემები იჩენს თავს. ეცადეთ, კოლეგების კეთილგანწყობით ისარგებლოთ. იმისათვის, რომ დადებითი ენერგიით აივსოთ, საღამო მხიარულად გაატარეთ.

კირჩხიბი – ადვილი შესაძლებელია, საქმიანობის შეცვლა მოგიწიოთ. ტელეფონით ახლობლისგან უსიამოვნო ინფორმაციას მიიღებთ. მისი დამშვიდება მოგიწევთ. ფინანსებთან სიფრთხილე გმართებთ. ფულის ხარჯვით ნუ გაერთობით, თორემ ადვილი შესაძლებელია, ვალები დაგედოთ. საღამოს წვეულებაზე მოგიწევთ წასვლა.

მორიელი – დღეს ახალი საქმის წამოწყებისგან თავი შეიკავეთ. ერიდეთ პასუხისმგებლობის თავზე აღებას. ეცადეთ, დრო დასვენებისთვისაც გამონახოთ. საყვარელ ადამიანს ყურადღება არ მოაკლოთ.

თევზები – თქვენი სურვილების ასასრულებლად გამოიჩინეთ ზომიერება და გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამს.

არ დაგავიწყდეთ "დალაიქება!". "Like!".

FaceBook კომენტარები

comments